ლენტეხის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა, წაღებულია გზა და 4 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი და დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირები. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში, ამის საშიშროება არსებობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი