საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 385 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, 20-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით 1128-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –232.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 15 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის იმპორტირებული, 2 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.