თბილისში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა 2 დაშავდა

თბილისში, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

“მუშები აწარმოებდნენ სამუშაოებს და ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 2 ადამიანი”, – აცხადებენ უწყებაში.

აფეთქების ხმა ფილარმონიასთან დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაიგეს.

ცნობისთვის, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი