ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 182 ტესტიდან, 40 დადებითია.

სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, გუდაუთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს 40 პაციენტი გადის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის ექვსი ადამიანის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ათის საშუალო სიმძიმის.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოდან ერთი ადამიანი გაეწერა.

ე.წ. ოპერატიული შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან შესაბამისი ზომები ვირუსის თავიდან ასაცილებლად.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 466 შემთხვევაა რეგისტრირებული, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი