ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა – ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
გზები რეაბილიტირდება:
ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში – ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – წმინდა ნინოს ქუჩაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი;
რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში – რუხისა და ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი;
კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – გუგუჩიას ქუჩაზე (საგუგუჩიოს უბანი).
მერიის ცნობით, ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. გზა რეაბილიტირდება, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.