ასეთი მაჩვენებლი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს პანიკის საფუძველს არ გვაძლევს – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. მისი თქმით, ინფიცირების მაღლი მაჩვენებლი კონტაქტების სწრაფად მოძიებამ განაპირობა.

“ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს 158 ციფრი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ. გამომდინარე იქიდან, ძალიან სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა, სწრაფად მოხდა მოძიება ინფიცირებულების კონტაქტების, მათი გამოკვლევა, დადასტურება, შემიძლია გითხრათ, ამ 158-ის ყველაზე დიდი ნაწილი არის ბათუმი, სადაც თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. მყარად შეგვიძლია ვთქვთ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტად განვახორციელებთ, ცაგერიც ლოკალიზებულია, ახლა ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთში და სამეგრელოში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვას.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი