გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუისი დაუდასტურდა.

ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის”ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი