საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.