ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობის მიმდებარედ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები დაუპირისპირდნენ.
ჩხუბში მონაწილეობდნენ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და “მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა.
სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.