ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელმა ნიღბიანმა პირმა ბანკის შენობა სამ მძევლთან ერთად დატოვა. გავრცელებული ცნობით, დამნაშავემ 500 000 დოლარიც წაიღო და ამ დროისთვის დაუდგენელი მიმართულებით წავიდა.
არსებული ცნობით, თავდამსხმელს ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა, მძევლებს კი, რომელთა შორის, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ლევან გალდავაც არის, ხელბორკილები ეკეთათ.
დამანაშავემ დანარჩენი მძევლები გაათავისუფლა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საქმეზე სპეცოპერაცია დღეს 8 საათის განმავლობაში მიმდინარეოვდა, თუმცა თავდამსხმელის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
დამნაშავის და მძევლევის მიერ შენობის დატოვების ამსახველ ფოტოებს ფოტოგრაფი ლევან გაბეჩავა ავრცელებს