“Check In Georgia”-ს ფარგლებში ზუგდიდის იდენტური კონცერტი ფოთშიც გაიმართება

 

პროექტ “Check In Georgia” ფარგლებში ფოთსა და ზუგდიდში კონცერტები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი 25 ივნისს 19 საათზე ფოთში რუსთაველის რკალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ზუგდიდში კი კონცერტი 26 ივნისს, 19 საათზე, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კონცერტებზე, ცნობილ და ახალ ჰიტებს ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე, ნინო ძოწენიძე, თამთა ჭელიძე და მეგი გოგიტიძის ბენდი შეასრულებენ.

 

ამავე თემაზე: 26 ივნისს ზუგდიდში ქართული ესტრადის ვარსკვლავები იმღერებენ

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი