COVID-19-ით 45 ადამიანი გარდაიცვალა

დღევანდელი, 11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 566 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 66561

გამოჯანმრთელებულია –  49811

მათ შორის გარდაცვლილია – 566

კარანტინის რეჟიმში რჩება – 2656

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები –  3181

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 709

მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი