ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამის შესახებ, ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა: ”ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს შევიტყვეთ პროკურატურის პოზიცია. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებების პერიოდში გამოძიებამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ ინფორმაციას, რაც გასაჯაროვდა არ ეთანხმებიან არც ოჯახის წევრები და არც ოჯახის ადვოკატები”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გაგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახი ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და შესაბამისად, საქმეზე გამოძიება შეწყდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი