მარჯანიშვილის თეატრი ზუგდიდსა და მესტიაში ღია ცის ქვეშ სპექტაკლებს გამართავს

მარჯანიშვილის თატრი რეგიონებში ტურნეს იწყებს და საქართველოს 7 რაიონულ ცენტრში თეატრი სპექტაკლს „როგორც გენებოთ“ წარმოადგენს.

რეგიონული გასტროლები შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელს ეძღვნება. ამ თარიღს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივით აღნიშნავს, შექსპირის პიესის “როგორც გენებოთ” რეჟისორი ლევან წულაძეა. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

სპექტაკლი ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში 24 ივნისს, 19 საათზე დაიწყება. იგივე დროს, 26 ივნისს კი სპექტაკლი მესტიის მუზეუმის ეზოში დაიწყება. ზუგდიდისა და მესტიის შემდეგ „როგორც გენებოთ“ 28 ივნისს – ოზურგეთში, 29 ივნისს – ჭიათურაში, 30 ივნისს – ქობულეთი, 3 ივლისს – ხულოი, 5 ივლისი – ახალციხეში იქნება წარმოდგენილი.

რეგიონულ ტურნესთან დაკავშირებით, დღეს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი და კომპანია „რედიქსის“ წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე ესწრებოდნენ. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანია „რედიქსის“, და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება.

რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლის “როგორც გენებოთ” პრემიერა 2012 წელს ლონდონში გაიმართა. სპექტაკლს მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი და არაერთი ცნობილი კრიტიკოსის მიერ დაწერილი დადებითი რეცენზია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი