აქციის მონაწილეებს პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტები “მონა – მონას” სკანდირებენ.

სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი