მეათე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა.

პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.

აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, თუმცა პარლამენტი ხმათა უმრაველოსობით 150-ვე წევრის უფლებამოსილებას ცნობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი