ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერა

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ანულირებასთთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში არიან შეკრებილები. 

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო” და “ლეიბორისტული პარტია”.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი