ზუგდიდში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი