შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს საქართველოს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის მიერ ე.წ.სასამართლოსთვის ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ მიმართვა სწორი გადაწყვეტილებაა, ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის.
„არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.