ზუგდიდში შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრები და ტრანსპორტი არ იმუშავებს

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები პირველი თებერვლიდან გაიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ 5 ქალაქში შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც პირველი თებერვლიდან აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი