NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს.
კითხვაზე, “კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?” – 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.
ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).