ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ.

„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, – აცხადებს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი