რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან ვეღარ მიიღებენ იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით.

„დაწესებული წესების მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებით და მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩენი მოქალაქეის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი