მესტიის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ელექტროსადენები დაზიანდა, რის გამოც 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამასთან, ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია კალა-უშგულის საავტომობილო გზა.
გზების გასაწმენდად ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს და ასევე, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამუშაოებიც მიმდინარეობს.
სვანეთში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.