სვანეთის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მესტიის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ელექტროსადენები დაზიანდა, რის გამოც 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამასთან, ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია კალა-უშგულის საავტომობილო გზა.

გზების გასაწმენდად ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს და ასევე, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

სვანეთში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი