დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს – კახა კალაძე

დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა”, – განაცხადა კალაძემ.

„მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ორივე მხარის მიმართ, არის ის, რომ გარკვეულწილად ჩიხში არ შევიდეს ეს პროცესები, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას, დემოკრატიას, ქვეყნის განვითარებას დაააზიანებს.

რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო და რა განცხადებებიც კეთდებოდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო, ამას ჩვენ მივესალმებით, რადგან იმ მხარდაჭერას, რაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მიიღეს, პატივისცემა სჭირდება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, იმ კონკრეტულ პროექტებთან, რეფორმებთან მიმართებაში“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი