ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, სადაც ის და ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ.
„დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.