ანაკლიის ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კარანტინის სივრცედ გამოიყენება, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები, 63 წლის ქალი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის კარანტინში გუშინ, 16 მარტს მოათავსეს. როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.