საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს.

“ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯგუფმა საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი