პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ – გიორგი გახარია

არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განუცხადა.

„გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი