ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავების პროცესშია.
ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სენაკში, აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განცხადა.
“როგორც იცით, კორეულ კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელმაც საბოლოოდ თანხების მოძიება ვერ შეძლო. ამიტომ ჩვენ გამოვყავით დაპროქტების თანხები და როგორც კი პროექტზე მუშაობა დასრულდება, პიზიკური სამუშაოებიც მალევე დაიწყება”, – განაცხადა მინისტრმა.