საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია, რისკების თავიდან აცილების მიზნით სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაშია.
“აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა.