დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ყველამ უნდა დავიცვათ ის, რაც დღეს დადგენილია – რეკომენდაციები და შეზღუდვები.
“არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია.. რიცხვი საიდან გავრცელდა, თარიღი 15-დან. საერთოდ, დიდ ლოქდაუნზე საუბარი არაა, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია – ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა და უარესდება ქვეყანაში. ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ ის, რაც დღეს დადგენილია – რეკომენდაციები და შეზღუდვები. შეზღუდვების აღსრულება უნდა იყოს მაქსიმალური”, – განაცხადა გამყრელიძემ კითხვის საპასუხოდ რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია 15 აპრილიდან ჩაკეტვასთან დაკავშირებით.