მმართველი პარტია მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ დატოვეს.
ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ.
“ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ვართ თანამოაზრეები. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. ახალი ამბავი არის ის, რომ ჩვენ, გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე. შესაბამისად, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატები”. – თქვა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
მმართველი გუნდის უკვე ყოფილმა წევრებმა თქვეს, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში მიაწვდიან.