ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბაბუამ მიაყენა.

ადგილზე სასწფარო დახმარების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მათ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უტარდება. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი