შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტვილის პოლიციაში მოქალაქის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
როგორც “newsportal.ge”-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციაში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და პოლიციის ყოფილ უფროსსა და გიორგი კობახიძეს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სუფრაზე მოხდა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 125-ე (ცემის) მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, რომ კობახიძის მამა ლევან კობახიძე, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიის მარტვილის ორგანიზაციის წარმომადგენელია, ამტკიცებს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორც ცემა პოლიციის ყოფილმა უფროსმა დავით გვაძაბიამ მისი შვილი მარტვილის სამმართველოში. კობახიძე პოლიციას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და დავით გვაძაბიას “ზონდერად” მოიხსენიებს.