ბურჭულაძის პარტიის წევრი: “ჩემი შვილი მარტვილის პოლიციაში ცემეს”

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” მარტვილის ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან კობახიძე მარტვილის პოლიციას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

კობახიძის მტკიცებით, წუხელ გვიან ღამით ერთ-ერთ ქორწილში მის შვილს გიორგი კობახიძესა და მარტვილის პოლიციის ყოფილ უფროს დავით გვაძაბიას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მისი შვილი რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც გვაძაბიამ ცემა.

“ჩემი შვილი ამ დრომდე დაკავებულია, გვაძაბია არა. ჩემი თვალით ვნახე, როგორც სცემა გვაძაბიამ გიორგი, კისერი სულ დასისხლიანებული ქონდა. მერე პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ვკითხე, რატომ არის ჩემი შვილი დაკავებულითქო და მიპასუხა, ასე მინდა და დავაკავეო. 12 წელი ვიმუშავე პოლიციაში და ასეთი არაკაცები არ მინახავს”, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი