“ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვითანამშრომლებ – ალექსანდრე მოწერელია

უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია და რურუა არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია.

მისი თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, სახეზე გვაქვს რადიკალიზებული გარემო.

„პოლიტპატიმრებში არ ვიცი, რას და ვის გულისხმობთ, არც ნიკა მელია და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მოვლენები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, პირველი რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აქვე დავაზუსტებ იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ რადიკალიზებული გარემო და დაპირისპირება. დღეს ჩვენ საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, ჩვენ გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორებით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა. რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ არ ვითამაშრომლებთ, მათ შორის, არის „ნაციონლური მოძრაობა“ და სხვაც“, – განაცხადა მოწერელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი