ხაიშში პოლიციელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში პოლიციელების ცემისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევდნენ, სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ სახლში წასულიყვნენ და დაწესებულ შეზღუდვებს დამორჩილებოდნენ.

შემთხვევა 17 აპრილს მოხდა.

პშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი