დღეიდან, ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებს
ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდებათ. გადმომსვლელი მოქალაქეების ანტიგენით ტესტირება დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. განთავსებულია ორი მოსაცდელი კარავი და ორი სპეციალური ოთახი ტესტირებისთვის. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
” მოხდება ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით. რომელიც ფაქტობრივად, 20 წუთის დაყოვნების შემდეგ იძლევა პასუხს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილდებიან მოქალაქეები, დადებითი პასუხის შემთხევვაში კი მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადა, რომელიც შეაფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმის შესაბამისად იქნებიან გადაყვანილი კოვიდკლინიკაში ან საკარანტინე სივრცეში, ან შესაძლოა გადაწყდეს სახლში იზოლაცია”,- განაცხადა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, ზუგდიდის მერიის შესამაბიმისი სამსახურები და სამართალდამცავები.
რაც შეეხება ვაქცინაციას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირელდნენ სასურველ კლინიკებში.