ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, წარმატებულ პედაგოგებს ლელა ბულიასა და მაყვალა სოსელიას მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.  

მერმა პედაგოგებს წარმატება მიულოცა და ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“პირველ რიგში გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და მადლობას გიხდით ფასდაუდებელი შრომისთვის. მადლობა, რომ ღირსეულად ემსახურებით მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. თქვენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ასახელეთ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ჩავერთოთ სხვადასხვა პროექტებში”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.  

მომავლის მასწავლებელი – ეს ტიტული ზუგდიდელ ინგლისური ენის სერთიფიცირებულ სპეციალისტს, ლელა ბულიას მიენიჭა. ინგლისური ენის მასწავლებელთა მაღალტექნოლოგიური ონლაინ-სამიტი 2021 – სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 30 ათასამდე მონაწილე ღებულობდა, ლელა საქართველოდან ერთადერთი იყო. 

მაყვალა სოსელია – ორულუს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.  2021 წელს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, მაყვალა სოსელიას რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგის ტიტული მიანიჭა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი