სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარაა

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.

შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა ხელი.

“ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი