“Check In Georgia” ფარგლებში ზუგდიდში კონცერტი გაიმართა

ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, პროექტ “Check In Georgia” ფარგლებში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს.

ცნობილი და ახალი ჰიტები ვერიკო ტურაშვილმა, კახა კუხიანიძემ, ნინო ძოწენიძემ, თამთა ჭელიძემ და მეგი გოგიტიძის ბენდმა შეასრულეს.

„Check in Georgia” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი