პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, განცხადებით, ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 35 ათასამდე ადამიანია აცრილი.

„პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთვარდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი