გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 27 აპრილს  შეეზღუდება:

ზუგდიდში – 10:00დან 13:00საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში კობახიძის, პუშკინის, თაყაიშვილის,მოსაშვილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ რუხს. 11:00დან 15:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს ინგირი, ოდიში, ყულიშკარი, ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, რუსთაველის, 9 მაისის, ტოლსტოის, წერეთლის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს. 13:00დან 18:00საათამდე სოფლებს ჩხორია, ლია, ტყაია და მიმდებარე სოფლებს, ცოტნე დადიანის ქუჩას.


წალენჯიხაში – 13:00დან 18:00საათამდე აბონენტების ნაწილს სოფელ ლიაში.


სენაკში – 11:00დან 13:00საათამდე აბონენტებს სოფლებში მენჯი, ეკი, ხორში და მიმდებარე სოფლებს.


ხობში – 09:00დან 19:00საათამდე აბონენტებს სოფელ ყულევში.12:10დან 16:00საათამდე სოფლებს ქარიატა, ყულევი, შუა ხორგა.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი