ზუგდიდში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

როგორც დაჭრილების ოჯახის წევრი აცხადებს, პოლიციის თანამშრომლებმა მათ გაფრთხილების გარეშე ესროლეს.

დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო მასთან ერთად დაჭრილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი