სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი ლიანდაგს აცდა.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”,- აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.