კორონავირუსის 788 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 20 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 295 458 მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 30, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 376, აჭარაში – 469, იმერეთში – 424. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 87, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში – 93, აჭარაში – 11, იმერეთში – 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 – თბილისში, 303 – აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 14.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 598 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 741 პირი, აჭარაში – 2 331, იმერეთში – 798.

კომენტარები

დატოვე კომენტარი