სპექტაკლი “როგორც გენებოთ” მესტიაში ღია ცის ქვეშ გაიმართა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულმა თატრმა რეგიონული ტურნეს ფარგლებში მესტიაში სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ წარმოადგინა. წარმოდგენა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

რეგიონული გასტროლები შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელს ეძღვნება. ამ თარიღს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივით აღნიშნავს, შექსპირის პიესის ,,როგორც გენებოთ” რეჟისორი ლევან წულაძეა. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო.

საქართველოს რეგიონებში პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანია „რედიქსის“, და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება. 24 ივნისს სპექტაკლი ზუგდიდში უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო ჩაიშალა.

რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლის “როგორც გენებოთ” პრემიერა 2012 წელს ლონდონში გაიმართა. სპექტაკლს მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი და არაერთი ცნობილი კრიტიკოსის მიერ დაწერილი დადებითი რეცენზია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი