შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობების აღება მოუწევთ.
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოპედების გადაადგილების კონტროლი არ ხდება სათვალთვალო კამერებით, მათ ვერ ვაჯარიმებთ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. პირველ რიგში, ახლა მოხდება მოპედების დარეგისტრირება, ხოლო შემდეგ კუბატურის მიხედვით, მართვის მოწმობები ექნებათ ასაღები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილელები პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო.